Страницы

Tuesday, May 1, 2018

ბუნება 5 & 6 კლასის სახელმძღვანელო

 ინოვაციური სახელმძღვანელოები, ახალი სიტყვა ბუნებისმეტყველებაში!


 სახელმძღვანელოს ავტორები: ხათუნა გოგალაძე, მარინა ჯალიაშვილი, ზაზა ჯალიაშვილი, თამარ სადაგიშვილი, შორენა სამაკაშვილი, ილია ლომიძე, თეა ქუთათელაძე და თეა ელერდაშვილი.
გამომცემლობა "ტრიასი"

ყველა თავზე (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია) იმუშავა საგნის მცოდნემ და სპეციალისტმა.

  ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო შედგენილია ახალი ეროვნული სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, მიიღონ მრავალმხრივი ცოდნა და შეიძინონ კვლევითი უნარები. სახელმძღვანელოს კონცეფცია ეფუძნება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად მნიშვნელოვანია, მოსწავლეს განუვითარდეს კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარები, იყოს შემოქმედებითი და გამომგონებელი, შეძლოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ასევე განივითაროს საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები. სახელმძღვანელოში არსებული სხვადასხვა ინფორმაცია და სავარჯიშოები  ორიენტირებულია მოსწავლეზე. მოსწავლის ინდივიდუალური უნიკალური უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის სახელმძღვანელოში ეფუძნება დიფერენცირებულ სწავლებას, რაც აისახება ძირითადად სხვადასხვა მრავალფეროვან  აქტივობებში. სახელმძღვანელოში დაცულია გენდერი, მიმართულია მდგრადი განვითარების გააზრებაზე, მის ანალიზსა და ტრანსფერზე ყოფა-ცხოვრებაში.

რა სიახლეებს გთავაზობთ? 

    ყოველი გაკვეთილი მოცემულია წიგნის ერთ გადაშლაზე, დაახლოებით 300 სიტყვის მოცულობით.  გაკვეთილში მოცემულია რუბრიკა- საკვანძო სიტყვები- (ასევე გვხვდება ლექსიკონშიც, რომელშიც  დალაგებულია გაკვეთილების მიხედვით), გაკვეთილებში მოცემულია ასევე რუბრიკა, თუ რას შეისწავლის კონკრეტული გაკვეთილი, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსწავლეს. ყოველი გაკვეთილი ბოლოვდება- მე უკვე ვიცი და შემიძლია- რუბრიკით, რაც მოსწავლეს დაეხმარება, ადვილად შეამოწმოს თავისი ცოდნა. თუ რომელიმე საკითხი ჩამონათვლიდან ჯერ კიდევ ასათვისებელი ექნება, მოსწავლეს ეძლევა საშუალება , მიუბრუნდეს გაკვეთილის ათვისების პროცესს და საბოლოოდ მოახდინოს თვითმონიტორინგი.
სახელმძღვანელოში მოცემულია მრავალფეროვანი სავარჯიშოები. მათ შორის მარტივი ექსპერიმენტები, რომელიც უდავოდ სახალისოს ხდის გაკვეთილს და მორგებულია, როგორც ასაკობრვ თავისებურებებზე, ასევე კვლევითი უნარების განვითარებაზე.
სახელმძღავენლოში არის რამდენიმე კვლევითი პროექტი - შემაჯამებელი სამუშაოს სახით, რომელიც უდავოდ ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მოსწავლეებმა აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან, გამოიმუშაონ კვლევითი უნარები და მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი ყოფა -ცხოვრებაში.
სახელმძღვანელოში არის რამდენიმე ელრესურსი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, მოამზადოს პრეზენტაცია ან პროექტი. ელრესურსებისთვის სახელმძღვანელოში გამოყენებულია  QR კოდები, რომელიც პირდაპირ ბმულზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა, სმარტფონითა და პლანშეტით, ამისთვის საჭიროა ძალიან მარტივად ჩამოიტვირთოს  პროგრამა  QR Code reader. 
სახელმძღვანელოში გამოყენებულია ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილი ბლოგი - https://bunebabunebabuneba.blogspot.com/, რომელიც მუდმივად განახლებადია, იქმნება რესურსები, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვის“ თანხმობით, გამოყენებულია რამდენიმე საინტერესო რესურსი, რომელიც მორგებულია  სასწავლო პროცესზე ესგ-ს მიხედვით.
კომპლექტში შედის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო. მასწავლებლის წიგნში შეტანილია სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები, ასევე იმ სავარჯიშოებისა და დავალებების სწორი და სავარაუდო პასუხები, რომლებიც მოცემულია მოსწავლის წიგნში. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი პროცესია შეფასება, სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შეფასების სისტემას, რომელიც ეფუძნება ესგ მოთხოვნებს. შემუშავებულია შეფასების რუბრიკები და  მითითებები, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოს პედაგოგმა შეფასების კრიტერიუმები. გაწერილია კვლევითი პროექტების გზამკვლევი. მოცემულია დამატებით რამდენიმე პროექტი. მასწავლებლის წიგნში დეტალურად არის განხილული მოსწავლის სახელმძღვანელოდან I თავის ყველა გაკვეთილის სცენარი და დანარჩენი თავებიდან კი რამდენიმე გაკვეთილი. მასწავლებლისთვის  აქცენტები გაკეთებულია განსხვავებულ ელრესურსებზე, რომელიც  შეუძლია, გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში. ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილ კრეატიულ ბლოგზე მოთავსებულია რამდენიმე გაკვეთილის პრეზენტაციაც.
   ამდენად, ბუნების სახელმძღვანელო, რომელიც არის გამომცემლობისა და ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილი განსხვავებული ხედვის პროდუტი, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო  გარანტი, მოსწავლეები დაინტერესდნენ ამ საგნით და ჰქონდეთ მრავალმხრივ განვითარებული უნარ-ჩვევები.
პატივისცემით,
 ხათუნა გოგალაძე












1 comment:

  1. Casino Tycoon Hotel and Casino, Rochester
    The Casino Tycoon 부천 출장마사지 Hotel 군포 출장샵 & Casino in Rochester, NY features more than 의정부 출장샵 5,000 square feet of gaming, 전주 출장마사지 a popular casino, and a 수원 출장안마 casino with 2,600 slot machines!

    ReplyDelete

ბუნება 5 & 6 კლასის სახელმძღვანელო

 ინოვაციური სახელმძღვანელოები, ახალი სიტყვა ბუნებისმეტყველებაში!   სახელმძღვანელოს ავტორები: ხათუნა გოგალაძე, მარინა ჯალიაშვ...